დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გახდება

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გახდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. წყაროს ინფორმაციით, პროკურორი საყვარელიძის კანდიდატურას დღეს წარადგენს.
მათივე ცნობით, როგორც უკრაინის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი აცხადებს, საყვარელიძე უკვე დათანხმდა წინადადებას მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ საყვარელიძეს უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძე კურირებას გაუწევს, ინტერპოლის მიმართულებას, კადრებს და უწყების რეფორმირების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები