„პოროშენკოს მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნის ირგვლივ ქართული მხარის შეშფოთებას უკრაინული მხარე სწავლობს“

პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლად საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნის ირგვლივ არსებულ ქართული მხარის შეშფოთებას უკრაინული მხარე ყურადღებით სწავლობს, – ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილება არაა და მასზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება.
„მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში, ესწრება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის ღონისძიებებს და ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება ქართული მხარის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე ამას ყურადღებით სწავლობს. ამავდროულად, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი განწყობილია კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტთან“, – განაცხადა ციბენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები