უკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია

საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია.
ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, უწყებას მან საქართველოს ხელისუფლების სახელზე გადასცა 20-21 თებერვლის ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი, რომელიც კიევში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიმართება.
ციბენკომ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
“განსაკუთარებული სიტყვები მინდა გადავცე საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა ვასილი ციბენკომ.
კითხვაზე, მზადდება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში, ციბენკომ აღნიშნა, რომ უკვე გადასცა ქართულ მხარეს მოსაწვევი. ის ფიქრობს, რომ ეს მოსაწვევი იქნება განხილული და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება პასუხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები