“წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა“

წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამები “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას ემსგავსება.
“პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული?! კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ – კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი. ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი.
… წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები