ირაკლი ალასანია: ნდობა არ უნდა გაწყდეს ხელმძღვანელობასა და ჯარს შორის

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე საკადრო პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ალასანიას განცხადებით, არ შეიძლება სამსახურიდან ადამიანი მხოლოდ იმის გამო გაათავსულო, რომ ის სხვისი მინისტრობის დროსაც მუშაობდა.
“საჯარო სამსახურში კადრების მომზადებას, განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროში სამხედროების მომზადებას უნდა მრავალი ათეული წელი და იხარჯება ასეულობით ათასი. არ შეიძლება ასე ხელაღებით გაუშვა ადამიანი თანამდებობიდან და სამსახურიდან, რახან ის სხვისი მინისტრობის დროს მუშაობდა იქ. ეს არის მიუღებელი, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და მე მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას – სასწრაფოდ შეცვალოს ეს პოლიტიკა, რადგან ეს იწვევს დემორალიზებას შეიარაღებულ ძალებში, რაც მოქმედებს თავდაცვისუნარიანობაზეც და საბრძოლო მზადყოფნაზეც. ნდობა არ უნდა გაწყდეს ხელმძღვანელობასა და ჯარს შორის”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები