ზურაბ აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილი არის „ქართული ოცნების“ დიპლომატიური მარცხი უკრაინაში

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აფასებენ.
როგორც ზურა აბაშიძემ განაცხადა, თუ ვის დანიშნავს უკრაინის ხელისუფლება აღნიშნულ თანამდებობაზე, მათი გემოვნების საკითხია. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ დიპლომატიური მარცხია უკრაინაში.
„პრეზიდენტ პოროშენკოს და უკრაინელი ხალხის გემოვნების საკითხია, თუ ვის შეარჩევენ თავის მრჩევლად. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობას მნიშვნელოვანწილად შეუშლის ხელს. ამიტომ ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ უნიათობის საგანია. მათ ვერ მოახერხეს უკრაინასთან ისეთი ურთიერთობების შექმნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სამართლებრივად ედავებიან მრავალ დანაშაულზე, არ დანიშნულიყო თანამდებობაზე უკრაინაში“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები