„უკრაინა მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნით, რუსული ზეგავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს“

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმირების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას საქართველოში მისი თანაგუნდელები აფასებენ.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა საქართველოს ინტერესებთან პირდაპირ კავშირშია. მიხეილ სააკაშვილს კი აქვს უდიდესი გამოცდილება როგორც საერთაშორისო მიმართულებით, ასევე მტკივნეული რეფორმების განხორციელების კუთხით. ამის მაგალითია ის, რომ პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინა მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნით, რუსული ზეგავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს.
„უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა, რომლის ნაწილია ქვეყნის ტრანსფორმაცია, რეფორმები და საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან. პრეზიდენტ სააკაშვილს მტკივნეული რეფორმებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
„საქართველოსთვის უკრაინის, როგორც სახელმწიფოს წარმატება მნიშვნელოვანია. ეს რეგიონი იბრძვის იმისთვის, რომ რუსეთის ზეგავლენისგან გათავისუფლდეს და ევროპის წარმატებული ნაწილი გახდეს. სწორედ იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც უკრაინას წინ ელის, დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდება უკრაინაში“, – აღნიშნავს გიორგი გაბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები