დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დავით საყვარელიძის კანდიდატურა შესთავაზა, პრეზიდენტმა თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო.
დავით საყვარელიძის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არჩევა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. პარტიის ინფორმაციით, საყვარელიძის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიაში ეკა ხერხეულიძეა.