„თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა იქნება, ხმას ვერ მივცემ“

თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა იქნება, მე მას ხმას ვერ მივცემ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს უფრო ძლერი და სამართლიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვიდრე ზაქარია ქუცნაშვილია.
„ზაქარიას შანს კი მივცემდი, მაგრამ ქვეყანას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც შანსი იმისა, რომ მას გაწონასწორებული, ძლიერი პიროვნებები მართავდეს. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა იქნება, მე მას ხმას ვერ მივცემ. ამას ზაქარაიასაც ვეტყვი, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ბევრად უფრო სამართლიანი, ბევრად უფრო ძლიერი და ტყულის არმთქმელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე“,- განაცხადა საგანელიძემ
დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილის კანდიდატურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს 28 კანდიდატი წარუდგინეს. ახალი კანდიდატის დამტკიცება 23 თებერვლამდე უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები