გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას და მედიას მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას და მედიას მადლობას უხდის. როგორც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა, კანდიდატების შერჩევის პროცესში არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოთამაშეები და ფენები მონაწილეობდნენ.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც დგას თქვენ უკან და თქვენ გვერდით. არა მხოლოდ იურიდიული საზოგადოება, არამედ ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოთამაშეები და პოლიტიკური ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამ პროცესის სტანდარტი ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა და კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი. მადლობა მინდა ვუთხრა მედიასაც, რომელიც კვირების განმავლობაში თავის ეთერს აქტიურად გითმობდათ, საშუალებას გაძლევდათ, ჩამოგეყალიბებინათ თქვენი შეხედულებები და ფართო დისკუსია და ფორუმი გაშალა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ლოდი საკიდურია, რადგან სასამართლო სისტემის სტაბილურობა, მდგრადობა, საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.