უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტს შეხვდებიან
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან. კანდიდატების განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათ შეატყობინეს, რომ შეხვედრა 11:00 საათისთვის არის დანიშნული. მათი ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა გაცნობით ხასიათის იქნება.
ცნობისათვის, 9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომელიც 28 კანდიდატისაგან შედგება.