ლევან ვასაძე: თუ ომი გვინდა, ვიომოთ ჩვენი ქვეყნისთვის

ვუსამძიმრებ უკრაინას, – ამის შესახებ ვასაძემ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინაში ადასტურებს, რომ ის, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებდა, მხოლოდ მისი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხუშტურები არ იყო.
“ეს იყო რაღაც ბევრად უფრო დიდი ძალის სურვილი, რომელმაც იგივე გუნდით გადაწყვიტა, საწყალ, გახლეჩილ ქვეყანაში იგივე გააკეთებინოს ამ გუნდს, რაც ჩვენთან. ვუსამძიმრებ უკრაინას”, – აღნიშნა ვასაძემ.
ბიზნესმენის განცხადებით, მისთვის მიუღებელია როგორც ყველაფერი რუსულის, ისე ყველაფერი დასავლურის გადმოღება.
“კრემლში და რუსეთში მე ვითვლები ამერიკის აგენტად, იმიტომ, რომ ამერიკაში მაქვს განათლება მიღებული და შეერთებული შტატების და ევროპის დიდ აპოლოგეტად მიმიჩნევენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ორი სახელმწიფოს ჭიდილში და ჩემთვის მისაღებია მხოლოდ გამორჩევითი პოზიცია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აქედანაც და იქიდანაც უნდა ავიღო რაც ჩემი ქვეყნისთვის არის მისაღები და არცერთ შემთხვევაში არ დავამონო ჩემი ქვეყანა რომელიმე ერთ მხარეს. როდესაც ამბობ, ეს არის ცუდი და ეს კარგი, ღალატობ ქვეყანას. ქართველობა ჩემთვის პირადად ნიშნავს ნორმალურობას, როდესაც არ შეიძლება სიტუტუცე და უზრდელობა; როდესაც კაცი უნდა ჰგავდეს კაცს, ქალი უნდა ჰგავდეს ქალს, შვილი უნდა სცემდეს პატივს მშობლებს”, – განაცხადა ვასაძემ.
ბიზნესმენის აზრით, რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კიევში ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგია.
“ეს ომი, კიევის ცენტრის გადაწვა ამერიკელებმა არ მოახდინეს?! ვიქტორია ნულანდი დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში ამ ოპოზიციონერებთან. რისი შედეგია ის, რაც ახლა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში? რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში კიევში ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგია. აბა, დედა ვაგინოთ შორიდან, შეშინებულად, როგორც მიშა აგინებდა რუსეთს და როცა ის ტანკები შემოგრიხინდებიან, ვიძახოთ, რომ მოვიგეთ ომი, შეიცვლება რამე?! სლავები, ძმები ხოცავენ ერთმანეთს და აბსოლუტური სისულელეა ახლა ჩვენ რომელიმე მხარე დავიჭიროთ და ვიძახოთ, წავიდეთ უკრაინაში და რუსები ვახოცინოთო. თუ ომი გვინდა, ვიომოთ ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები