თავდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ მინისტრმა “მაესტროს ცხრიანში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მისი მისვლის თარიღი დაზუსტებული არ არის.
“შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ ჩათვლის მინისტრის მოსმენას, ჩვენ ღია ვართ და პირველ რიგში, ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე. მეორეც, ჩვენი სურვილიცაა გავუზიაროთ მათ ის ხედვები, რაც გაგვაჩნია, მივიღოთ რეკომენდაციები. ამ ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები