გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოგდან აურეშკუს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობა, იმსჯელეს ორი სახელმწიფოს ერთობლივი პროექტების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.