სკანდალი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ, არამედ უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს პირად მრჩევლად ინიშნება. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინული სააგენტო rbc.ua ავრცელებს.
“რამდენიმე დღეა, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმების გასატარებლად მუშაობა დაიწყო. შეკითხვაზე, გავხდები თუ არა მე პოროშენკოს მრჩეველი, გიპასუხებთ, რომ ყველა ოფიციალური დეტალი ხელმოწერის პროცესშია”,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. უკრაინული მედია იმასაც წერდა, რომ მისი ხელფასი 60 ათას გრივნას, ანუ 2300 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. დღეს, უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები