ეკა ბესელია: “ნაციონალური მოძრაობის” სანიმუშო თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაიაა

  • იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც სანიმუშო თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალიაა, არ მივიღებ განცხადებებსა და შეფასებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
    “არ მჯერა არც ერთი განცხადების და არც ერთი შეფასების იმ ფაქტის შესახებ, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ. მათთვის სანიმუშო სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, ვიცით, ასეთი იყო ბაჩანა ახალაიაა. ამ სტანდარტების მქონე ადამიანებისგან ვერ მივიღებ ვერც ერთ შეფასებას და ვერც ერთ განმარტებას” ,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
    შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრობა” თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჯანელიძე ქვეყნის თავდაცვის სისტემას ასუსტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები