სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე გეგმური ტაქტიკური სწავლება დასრულდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ოცეულის დონის გეგმური ტაქტიკური სწავლება დასრულდა. სამინისტროს ცნობით, ორკვირიან წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, წვრთნების განმავლობაში ჯარისკაცებს სხვადასხვა სახის ამოცანების შესრულება მოუწიათ. მათ ტყიან რელიეფზე შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები – პატრულირება, კონტაქტზე რეაგირება, ძებნა და რეიდი შეასრულეს.
სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი კომბინირებული საველე – ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. ოცეულის დონის ქვედანაყოფის დავალება ტაქტიკური გადაადგილება და ჩასაფრებული მოწინააღმდეგის განეიტრალება იყო. ჯარისკაცებმა დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.
გეგმური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები