თავდაცვის სამინისტრო: ჯარის კვებას 14 თებერვლიდან ახალი კომპანია უზრუნველყოფს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული კვების კომპანიასთან“ თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტს წყვეტს,  უწყება  პასუხობს.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე წლის 14 თებერვლს „ქართული კვების კომპანიას“ უმთავრდება ხელშეკრულების ვადა თავდაცვის სამინისტროსთან.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცა თანხმობა 2015 წლის 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე სამხედრო მოსამსახურეთა კვება უზრუნველყოს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები