თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები შესაძლოა, კიდევ განხორციელდეს
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები შესაძლოა, მომავალშიც განხორციელდეს იმისთვის, რომ ის მდგომარეობა, რაც სამინისტროში დახვდა, თანდათანობით გამოსწორდეს, მენეჯმენტი გაუმჯობესდეს და მთელი რიგი პრობლემები მოგვარდეს.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
“სინამდვილეში სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ყველა საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებასაც მივცემთ განმარტებას და, შესაბამისად, იმის არგუმენტები გვაქვს, რატომ განვახორციელოთ ესა თუ ის ცვლილებები”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.