მინსკში, დამოუკიდებლობის სასალეში, სადაც „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა მიმდინარეობს, რუსული „LifeNews“-ის ჟურნალისტი ალექსანდრე (საშა) იუნაშევი უცნაური ქმედებით გამოირჩა.
რუსი ჟურნალისტი მოულოდნელად უკრაინული ტელეარხის „ТСН“ -ის ჟურნალისტს მივარდა და ძალზე ხმამაღლა დაუყეფა. რუსი ჟურნალისტის საქციელმა იქ შეკრებილი მედიის წარმომადგენელთა გაოგნება და აღშფოთება გამოიწვია. მათ დაცვას იუნაშევის გაძევება მოსთხოვეს. იუნაშევმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა რუსული ტელეარხის მთავარი რედაქტორი ანატოლი სულეიმანოვი თავის ჟურნალისტს გამოექომაგა და უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ თავის „ტვიტერზე“ უცენზურო შეურაცხყოფა არ დაიშურა.