შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მილსადენზე აფეთქების გზით მოსალოდნელი საფრთხეების და მათზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩაუტარდათ.
შს სამინისტროს ცნობით, სასწავლო კურსის მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, ასაფეთქებელი საშუალებების ნაირსახეობების შესწავლა, ამოცნობა და განეიტრალება, ასევე საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება, სტრესულ გარემოში სიტუაციის მართვა და აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ და მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს. აღნიშნული სწავლება უზრუნველყოფს სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვასა და ეფექტურ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები