ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება უმრავლესობისთვის უცნობი იყო
ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილება, დათანხმდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის უცნობი იყო. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათ აღნიშნულის შესახებ არც ინფორმაცია ჰქონდათ და არც კონსულტაციები გამართულა ქუცნაშვილთან.
უმრავლესობას ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელი არ არის ამ პოსტზე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანის კანდიდატურა იყოს წამოყენებული. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
როგორც პარლაენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი ვისაც წარუდგენს პარლამენტს, დეპუტატებიც იმის ფარგლებში იმსჯელებენ.
“ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი თავის ნომინირება თავადაც შეუძლია, მით უმეტეს, თუ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა ის. ეს ამ ორგანიზაციების ინტერესია და ვნახოთ, ვისაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, იმ ფარგლებში იმსჯელებს პარლამენტი” , – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დაასახელა.