საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

ვიზის აღების ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ვიზის ახალი ვებსისტემის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართება.
სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტკავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები