„ლოჯისტიკის სარდალი უკრაინიდან იღებს დირექტივებს, როგორ უნდა შექმნას არაჯანსაღი სიტუაცია თავდაცვის სამინისტროში“
გაზეთი „პრაიმტაიმი“ თავდაცვის სამინისტროს ლიჯისტიკის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია შეიარაღებული ძალების შესაძლო პროვოკაციაზე.
ბატალიონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური, პოლოვნიკი ტრისტან წითელაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები პირდაპირ კონტაქტზე არიან თავდაცვის სამინისტროს რიგი მაღალი თანამდებობის პირებთან.
წითელაშვილი ირწaმუნება, რომ კიევში მოქმედი ქართული შტაბი საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარებაზე მუშაობს, მათთან კონტრაქტზე მყოფი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კი ჯარში საბოტაჟს აღვივებენ. „თავდაცვის სამინისტროში პირდაპირ კონტაქტზე არიან ლოჯისტიკის სარდალ გიორგი კერესელიძესთან. კერესელიძე იქიდან იღებს დირექტივებს, როგორ უნდა შექმნას არაჯანსაღი სიტუაცია თავდაცვის სამინისტროში. მაქვს ინფორმაცია, უკრაინაში მებრძოლ დავით მარგიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კერესელიძესთან. პირდაპირი მითითება მისცეს კერესელიძეს, რომ პირად შემადგენლობაში შეექმნა არაჯანსაღი სიტუაცია. უნდა განევითარებინა აზრი, რომ უკრაინაში ჩვენი ძმები იღუპებიან და ამ დროს ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? გულხელდაკრეფილები ვსხედვართო… ასეთი შეფარული უკმაყოფილება ღვივდება ჯარში. დაახლოებით ორი კვირის წინ, ოფიცერი გამოვიდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაიწყო პირდაპირი მოწოდება, რომ წავიდეთ უკრაინაში. ეს იყო ოფიცერი გიორგი გოგიძე. ბუნებრივია, ჩაერთო სამხედრო პოლიცია, კონტრდაზვერვაც, ამას იქით საქმე არ წასულა“, – ამბობს წითელაშვილი. გიორგი კერესელიძე კი გამოცემასთან საუბრისას წითელაშვილის განცხადებას აფსურდს და სისულელეს უწოდეს. „აფსურდი და სისულელეა, რასაც ამბობს. არნაირი საუბარი დავით მარგიშვილთან არ მქონია“, – აცხადებს კერესელიძე.