გოგა ხაინდრავას ვარაუდით, ფილმში „9+1“ ენტონი ჰოპკინსი ედუარდ შევარდნაძის როლს შეასრულებს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას დაანონსებულ ფილმზე „9+1″ საუბრობს. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი მთლიანად საქართველოს ბოლო ათწლიან ეპოქას შეეხება.
„სცენარი ახლა იწერება! წინასწარ ვერავინ იტყვის, ფილმი – 200-სერიანი,18-სერიანი, 365-სერიანი თუ 2700-სერიანი იქნება, წინასწარ ამის ამის განსაზღვრა შეუძლებელია! ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, ის არის, რომ საპნის ოპერისა და თურქული სერიალის მსგავსი რამის გადაღებას არ ვაპირებ, მე შემიძლია, სერიოზული კინო გადავიღო, ეს არის ჩემი პროფესია.
მინდა, ერთი მსახიობი ამ სერიალისთვის მოვიწვიოთ, ეს არის ენტონი ჰოპკინსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის როლს ითამაშებს. მოკლე როლი იქნება, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ენტონი ჰოპკინსმა შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოვა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები