აფხაზური “ამცახარა” “Единая Россия”-ს ფილიალი გახდა

   აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი პოლიტიკური პარტია “ამცახარა” რუსეთის მმართველი პარტიის ”Единая Россия” -ს ფილიალი გახდა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფხაზი ე.წ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წერენ. ამავე ინფორმაციას უკვე აფხაზური საინფორმაციო სააგენტოებიც ავრცელებენ. დღეს დილით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში ორ პარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითზე სპეციალურ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმს ხელი“Единая Россия”-ს თანათავმჯდომარემ საერთაშორისო საკითხების დარგში ანდრეი კლიმოვმა და პარია “ამცახარას” თანათავმჯდომარემ გარი სამანბამ მოაწერეს.
“მემორანდუმის მიზანია ორი პარტიის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენი წინსვლისთვის აუცილებელია ასეთი სახის ურთიერთობები რუსეთის ყველაზე გავლენიან პარტიასთან. “Единая Россия” არის რუსეთის ხერხემალი. ბედნიერი ვართ იმით, რომ დღეს მოხდა ამ დიდ ძალასთან კიდევ უფრო დაახლოება, რაც მომავალში კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ჩვენს პარტიას”, -აცხადებს გარი სამანბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები