„არ არის გამორიცხული, სოსანაშვილის ლიკვიდაციაც დაიგეგმოს”

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს.
მჟავანაძე შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სოსანაშვილის უსაფრთხოებისათვის ყველა ზომა მიიღონ.
“პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა გამოიკვეთოს ის მოტივი, რის საფუძველზეც განხორციელდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. უშუალო შემსრულებელის გია სოსანაშვილის დაკავებით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა საქმის სრულად გასახსნელად. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს დამკვეთი და ის პირები, ვინც სოსანაშვილთან ერთად დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ პოლიციაში არიან კადრები, რომლებსაც სერიოზული კავშირები აქვთ შსს-ს ყოფილ ხელმძღვანელ პირებთან და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან და მათგან ისინი გარკვეულ დირექტივებსაც იღებენ.
მიუხედავად განხორციელებული საკადრო ცვლილებებისა, ვიხილეთ, რომ სტრუქტურა ბოლომდე გაწმენდილი არაა მსგავსი ელემენტებისგან, რისი დასტურიც ბოლო შემთხვევაა. საკმაოდ დიდი შანსია, რომ სოსანაშვილს დირექტივები განხორციელებულ მკვლელობასთან დაკავშირებით სწორედ ფირცხალავასგან ჰქონდა მიღებული, თუ გავითვალისწინებთ ფირცხალავასთან მის ახლო ურთიერთობას.
როცა ძალოვან სტრუქტურებში დამნაშავე ელემენტები კვლავაც რჩებიან, არ არის გამორიცხული, სოსანაშვილის ლიკვიდაციაც დაიგეგმოს, რათა მან დამკვეთები არ დაასახელოს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, ყველა ზომა იქნას მიიღონ უსაფრთხოებისათვის”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები