„ნაციონალურ მოძრაობაში“ მობილიზაციაა დაწყებული – “ნაცები“ 20 მარტისთვის იწყებენ”?!

„ნაცები“ 20 მარტისთვის იწყებენ?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის ქრონიკა“ სანდრო წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მობილიზაციაა დაწყებული.
წყაროს ინფორმაციით, პარტიის წევრები აქტივისტებს აგროვებენ. საუბარია 300 კაცზე. მის თქმით, ეს 300 ადამიანი უკრაინაში ერთთვიან სამხედრო წვრთნას გაივლის.
წყარო აცხადებს, რომ მათ ის ინსტრუქტორები გაწვრთნიან, ვინც კიევში „მაიდნის“ მოწყობასა და მერე, მთელ პროცესებში მონაწილეობდნენ. „კვირის ქრონიკა“ არ გამორიცხავს, რომ გაწვრთნილი აქტივისტები “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაზაფხულზე საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენოს. „პარტიაში მორიგი მობილიზაციაა დაწყებული. “ნაციონალები“ თავიანთი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს აგროვებენ. ეს ხალხი უკრაინაში უნდა გაგზავნონ ერთთვიანი, ფაქტობრივად, სამხედრო სწავლებისთვის. ლაპარაკია 300 კაცზე. ამ 300 კაცის უკრაინაში წასვლის ოფიციალურ მიზეზად იმას დაასახელებენ, ვითომ ესენი მოხალისეები არიან, უკრაინის სამთავრობო ჯარები რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოდნენ, რეალურად კი, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არც მიიღებენ. უკრაინაში მყოფი “ნაციონალთა“ დესანტი,მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, უზრუნველყოფს, რომ ამ 300 “ნაცაქტივისტს“ შესაბამისი დოკუმენტაცია მისცენ, ვითომ საბძოლო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. “მოხალისეები“ სამხედრო წვრთნებს უკრაინის მახლობლად, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გაივლიან. მათ ის ინსტრუქტორები, სამხედროები და სპეცსამსახურების ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები გაწვრთნიან, ვინც კიევში “მაიდნის“ მოწყობასა და მერე, მთელ პროცესებში მონაწილეობდნენ. „ნაციონალიების“ მიერ გაგზავნილ ამ ხალხს შეასწავლიან ყველაფერს, რაც დესტაბილიზაციის დასაწყებად და შემდეგ, ამის უმართავ პროცესებში გადაყვანას სჭირდება – სამთავრობო დაწესებულების დაბლოკვა, მათი გადაწვა, “ნაციონალთა“ მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ჩასაფრება, ცემა და ამით აგრესიის გაზრდა საზოგადოებაში, მათივე მომხრე ჟურნალისტების ცემა, რაც ხელისუფლებას გადაბრალდება“, – აცხადებს სანდრო წყარო. წყარო აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმაში მათი “სატელიტი ზონდერ-არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები არიან ჩართულნი. “ვინც “ნაციონალთა“ ამ წინადადებას დათანხმდება, მათ 1-თვიანი სწვალებისთვის კაცზე 2000 დოლარს ჰპირდებიან. ამ ფულს უკრაინიდან დაბრუნებისთანავე მიიღებენ. წყარო აცხადებს, რომ ამ ფულს ზურაბ ადეიშვილი იხდის და ცხადია, არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ “ნაციონალთ იმ “ობშიაკიდან“, რომელიც ბიუჯეტის გაყვლეფით შეგროვდა. ცხადია, ჩნდება კითხვა, ხომ შეიძლება, რომ ზოგიერთები კიევში ჩავიდნენ, წვრთნა გაიარონ… “ნაცებს“ ადგილობრივი, გამოცდილი „ზონდერები “ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დასჭირდებათ, როცა რევოლუციას დაიწყებენ, მათ უფრო ბინძური და სახიფათო დავალებების შესრულება მოუწევთ არა მხოლოდ თბილისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისში კი, უშუალოდ ცხელი წერტილის მიმდებარე ტერიტორიას, დასაწყისში, ეს 300 კაცი გააკონტროლებს. როგორც წყარო აცხადებს, სასწრაფო მობილიზაციის პირობებში, აღნიშნული 300 კაცი 20 თებერვლამდე უნდა გააგზავნონ კიევში და, შესაბმისად, 1 თვეში, სადღაც 20 მარტისთვის, საქართველოში უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე, თუ გავთვლით, “ნაცები“ არეულობის დაწყებას ამ დროისთვის აპირებენ“, – წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები