მარეხ ყამბეგაშვილი: სოფელში სოსანაშვილს მეტსახელად „ბოღმას“ ეძახიან
სოფელში სოსანაშვილს მეტსახელად „ბოღმას“ ეძახიან, – ამის შესახებ სოფელ საკორინთლოს რწმუნებული მარეხ ყამბეგაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს.
მისივე თქმით, სოსანაშვილი უკონტაქტო ადამიანია, სოფელშიც იშვიათად მიდიოდა.
“ცხრა წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ამ წლების განმავლობაში ის მუდმივად მუშაობდა პოლიციაში, ძალოვან სტრუქტურაში. 2008-ში იგოეთის განყოფილებაში მუშაობდა, 2009-2010 წლებში, მგონი, რომელიღაც რეგიონის პოლიციაში გადაიყვანეს. აქ ბევრი იცნობს, მეტსახელად „ბოღმას“ ეძახიან. ცოტა ისეთი ტიპია, უკონტაქტო, მე ვიცი, რომ მას ნაბრძოლი აქვს აფხაზეთში, სამაჩაბლოში და მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში. სხვა მე მაგაზე უარყოფითი ან დადებითი არ გამიგია. იშვიათად მოდიოდა სოფელში და ჩვენთან ვაუჩერებთან, ან რაღაცასთან შეიძლებოდა ჰქონოდა შეხება, მეტი სხვა არაფერი. მეგობრული ურთიერთობა არ გვქონია. გამარჯობით გვქონდა ურთიერთობა. 2010 წლის არჩევნების დროს იყო დამკვირვებელი ჩვენს უბანზე. ასრულებდა თავის მოვალეობას, არაფერი ზედმეტი მას არ გაუკეთებია”, – ამბობს მარეხ ყამბეგაშვილი.