34 სერჟანტს კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი ჩაუტარდათ
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 34 სერჟანტს კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი ჩაუტარდათ. მსმენელებმა ლექცია ცენტრში მიმდინარე სამეთაურო საშტაბო კურსის ფარგლებში მოისმიენეს. სპეციალურდ სერჟანტებისთვის სემინარი სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებმა გუგული მაღრაძემ, რევაზ ჯორბენაძემ და ნოდარ ბელქანიამ წაიკითხეს. სემინარის თემა კონფლიქტების მართვა-ანალიზი, დასავლეთ-აღმოსავლეთის ცივილიზაციები და კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზების შესწავლა იყო. სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური შინაარსის სემინარების სერჟანტთა მომზადების ცენტრში ჩატარება.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი 3 თებერვალს დაიწყო და 15 კვირას გაგრძელდება. მომზადების ძირითად საკითხებს ქვედანაყოფის მართვის და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შესწავლა წარმოადგენს. კურსი ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტის მომზადებას გულისხმობს.