ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის კრიტერიუმები ჯერჯერობით უცნობია

თუ რა კრიტერიუმების მიხედვით გაიცემა ტაქსებზე ლიცენზია, ჯერჯერობით უცნობია – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში წერს.
„თბილისი სითი ტაქსის“ წარმომადგენლის თქმით, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური, ტაქსების ლიცენზირების საკითხს მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჩანასახის ეტაპზეა და ჯერ რაიმე სახის მონახაზიც არ არსებობს.
როგორც „თბილისი სითი ტაქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ლიცენზირების შემოღება საკმაოდ კარგი იდეაა, რადგან რთულია ტაქსისტის დატესტვა, იცის თუ არა უსაფრთხო მართვა, ეს ლიცენზია კი ამის კარგი გარანტია იქნება.
„ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი იდეაა. გასაგებია, რომ ლიცენზია ძვირი ეღირება, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრია არაკომპეტენტური, ვინც ტაქსზე მუშაობს. შესაბამისად, თუ სერვისი და მომსახურების დონე აიწევს, უკეთესი იქნება. ძალიან რთულია დატესტო ტაქსისტი, იცის თუ არა უსაფრთხო მართვა, ამის ტესტი არ არსებობს და ეს ლიცენზია ამის გარანტია იქნება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები