სოზარ სუბარი “ნაციონალებზე: მკვდრები არიან, მაგრამ მაინც ზიანს გვაყენებენ
ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის მსურველი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მიზანს ვერ მიაღწევს.
„დესტაბილიზაციის მოსურნე, ბუნებრივია, ბევრია და ამ ბევრს ერთი კოლექტიური სახელი აქვს და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ მე მაგონებს სულხან-საბას ერთ არაკს, სახელწოდებით „მაოხრებელი გზირი“. მკვდრები არიან, მაგრამ მაინც ზიანს გვაყენებენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.