ზაზა მეფარიშვილს იმერეთის გუბერნატორის პოსტი არ დაუტოვებია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში იმერეთის გუბერნატორის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს.
როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო რწმუნებული –გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საკუთარ პოზიციაზე რჩება და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთავრობისა თუ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საქმიანობა, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკა გამჭვირვალეა და ნებისმიერი ცვლილების შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები