გიორგი მარგველაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბრისას, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.
მათი განცხადებით, ეს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ქმედებაა. თურქეთის ელჩმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.