თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან სამუშაო ლანჩი გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: დანა რორაბახერი, ელიოტ ენგელი, გრეგორი მიკსი, ბრედ შერმანი, ჯერალდ კონლიი და რიდ რიბლი. მინისტრი ასევე შეხვდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს.
აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარ თემები უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება” და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების” გაფორმება იყო.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები