შოთა უტიაშვილი სასამართლო ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს

შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, სასამართლოს შენობაში მთავრობამ ზონდერები გამოგზავნა.
„იყვნენ მოსულები მთავრობის ზონდერები, პოლიციის აგენტები, რომლებიც  მთავრობის დაკვეთით მოქმედებენ და ცდილობდნენ, რომ პროვოკაცია გამოეწვიათ, მაგრამ დღეს ეს ვერ მოახერხეს და დარჩნენ ხახამშრალები,” – განაცხადა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 11 ყოფილი ძალოვანის აღკვეთის ღონისძიების პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო. სასამართლოზე მისულ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დერეფანში შეკრებილები „მკვლელების” ძახილით შეხვდნენ. ამ ინციდენტის გამო სასამართლო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები