ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მათ რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მხარის რწმუნებულებმა მთავრობის მეთაურს რეგიონებში არსებული ვითარების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს კონკრეტული დავალებები, რათა რეგიონებში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები მოკლე ვადებში გადაიჭრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები