„გამორიცხული არ არის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს“

„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამორიცხული არ არის სხვა პირთა ბრალეულობის საკითხიც გამოიკვეთოს“, – აღნიშნული განცხადება ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან კავშირში იყოს.
„ გამორიცხული არ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას უკავშირდებოდეს, თუმცა ამას გამოძიების დასრულებამდე დაზუსტებით ვერ ვიტყვით“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები