აჭარაში ხანძრის შედეგად სკოლა დაიწვა

აჭარაში, შუახევში, ჟანივრის არასრული სკოლა დაიწვა. სკოლას, ცეცხლი დღეს დაახლოებით 16 საათზე გაუჩნდა. ამ დროს სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, თუმცა ორსართულიანი ხის ნაგებობა და ინვენტარი სრულად განადგურდა.
cecxli2
ადგილობრივების განცხადებით, შუახევისა და ხულოს სახანძრო ჯგუფები შემთხვევის ადგილას ორი საათის დაგვიანებით მივიდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. არასრულ სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობს და 12 მასწავლებელია დასაქმებული.
cecxli4
როგორც შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, შემთხვევის გამო სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მოსწავლეებისთვის დროებით, თემის ადმინისტრაციული შენობა გამოიყოფა და სასწავლო პროცესი ორ ცვლაში განახლდება.
მომავალი სასწავლო წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლება ახალი შენობის აშენებას გეგმავს.
წყარო: ajaratv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები