მიხეილ სააკაშვილი – დასავლეთმა უკრაინა უნდა დაიბრუნოს
საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს უკრაინის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო წერს.
“ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მოისმინონ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და სენატორ ჯონ მაკკეინის მოსაზრება უკრაინის კონფლიქტის შესახებ და კიევს სამხედრო დახმარება გაუწიონ”, – წერს საქართველოს მიხეილ სააკაშვილი სტატიაში – “დასავლეთმა უნდა დაიბრუნოს უკრაინა”.
სააკაშვილი ასევე წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, რათა მან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია შეწყვიტოს.
ასევე, სააკაშვილი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ რუსი გენერალი, რომელიც 2008 წელს საქართველოში რუსულ არმიას ხელმძღვანელობდა, ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში რუს ჯარისკაცებს ხელმძღვანელობს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროების გვერდით ასობით მოხალისე იბრძვის, მათ შორის არიან ქართველი, პოლონელი, ლიტველი, ბელორუსი და რუსი ჯარისკაცებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ პუტინი უნდა შეჩერდეს.