სკანდალური დოკუმენტები – ფარული გეგმა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს აძლევს“
ორგანიზაცია „პოზიციის“ თავმჯდომარის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომელიც ახორციელებს პროექტს „სახელმწიფო 3.0“, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ვაშაძეა. ხელმძღვანელად კი მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავაა დანიშნული.
აღნიშნული ორგანიზაციის სახელით საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში ახალგაზრდებთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრების გაცხადებული მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში, თუმცა, როგორც ადამაშვილი აცხადებს, ამის უკან რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელება დგას, რაც, მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდებს უკითხავენ ლექციებს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ინგრევა საქართველო, რამდენად ცუდია მთავრობა და ა.შ. მათი მთავარი მიზანია ნეგატივის მაქსიმალურად გავრცელება, რათა გაღვივდეს ნიჰილიზმი და ახალგაზრდები აამხედრონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან, ან გადაწყვეტენ თანამშრომლობას, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის აღსადგენად გამოიყენებენ.
“უკრაინაში საეჭვოდ და ამ დრომდე აუხსნელად გაკრეფილმა შემადგენლობამ საქართველოში „ღირსეული“ დასაყრდენის დატოვება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ასეთად, მათ ხმაურიან პარლამენტარებთან ერთად, გიორგი ვაშაძე მოგვევლინა. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომელიც ახორციელებს პროექტს „სახელმწიფო 3.0“ რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაარსებულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დამფუძნებელია გიორგი ვაშაძე, ხელმძღვანელად კი დანიშნულია მისი მეუღლე ქეთევან სიჭინავა.
აღნიშნული ორგანიზაციის სახელით საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში ახალგაზრდებთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრების გაცხადებული მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში, თუმცა, ამის უკან რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელება დგას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდებს უკითხავენ ლექციებს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ინგრევა საქართველო, რამდენად ცუდია მთავრობა და ა.შ. მათი მთავარი მიზანია ნეგატივის მაქსიმალურად გავრცელება, რათა გაღვივდეს ნიჰილიზმი და ახალგაზრდები აამხედრონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე, თავად „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ შემადგენლობა, რომელთა შორის შემდეგი გვარები იკითხება: გიორგი ვაშაძე; დათა კიზირია; გივი ჩიქოვანი; პაატა მანჯგალაძე; ლანა ღვინჯილია; გიგა გრუნჩაძე; ლევან ხაბეიშვილი; თორნიკე ბიკაშვილი; თეონა ჭალიძე; ანა კობახიძე; ნათია ქოქოსაძე; ლევან ახობაძე; სალომე ჩაგელიშვილი; გიორგი ბიჩინაშვილი; გიორგი ხაჟალია; ნიკა ჩარკვიანი; ლევან მჭედლიძე; თამთა შამათავა; ანდრო კიკნაძე; გიორგი შერვაშიძე; ოთო ბიტაშვილი; გივი კუბლაშვილი; ლალი კალანდაძე; გიორგი კოპალეიშვილი; თიკო ხუქიაშვილი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრები გახდებიან , ან გადაწყვეტენ თანამშრომლობას, დიდი ალბათობით გამოყენებულნი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის აღსადგენად.
განსაკუთრებით საინტერესოა, საიდან და რა სახსრებით ფინანსდება იმ ხალხის მიერ ორგანიზებული შეხვედრები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს დემოკრატიული და ჰუმანური იდეებით შეფარული ძირძველი „ნაციონალები“ იწვევენ. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ საერთაშორისო პარტნიორები არიან:
სწორედ ამიტომ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ამ გეგმის არსებობის შესახებ და განსაკუთრებით ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს იმ ახალგაზრდებამდე, რომლებიც ინტენსიურად იკრიბებიან ამ ორგანიზაციების ეგიდით გამართულ ღონისძიებებზე. საჭიროა, ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და სრულიად ერს აეხილოს თვალი, რომ ამით მომავალი თაობას პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.