გოგა ხაინდრავა არასამთავრობოების კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე საუბრობს
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შვედეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა, რომლითაც, ხაინდრავას თქმით, საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამები უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა, როგორც რეჟისორმა განმარტა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამონაწილეობით, ის საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ნაწილდებოდა.
ხაინდრავა განმარტავს, რომ ბილდტის დახმარებით, შვედეთის ბიუჯეტის ფული საქართველოში ორი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება, ესენია – “NDI” და „ევრაზიის ფონდი“ ამ ორი ორგანიზაციის მეშვეობით კი 3 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ნაწილდება.
„ 2006 წელს ბილდტი შვედეთის საგარეო მინისტრად დაინიშნა, ამავდროულად. მისმა კომპანია „კრეაბმა“. რომლის ხელმძღვანელიც იყო ის მინისტრად დანიშვნამდე ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე, დადო ხელშეკრულება „ნაციონალურ მოძრობასთან“.
ამ ხელშეკრულების თანახმად. ყოველთვიურად 250 000 ევრო ირიცხებოდა „კრეაბის“ ანგარიშებზე. ამავდროულად. ბილდტი შვედური განვითარების სააგენტოს „სიდას“ განაგებდა, რომელიც სიღარიბის დაძლევის პროექტების ფარგლებში, დიდ დახმარებებს გასცემს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თანხების ნაწილს „სიდა“, ნაწილს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო განკარგავს. ბილდტის დახმარებით შვედეთის ბიუჯეტის ფული საქართველოში ორი ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება, ესენია “NDI” და „ევრაზიის ფონდი“. ამ ორი ორგანიზაციის მეშვეობით კი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ნაწილდება. NDI -ის ფონდს ლუის ნავარო ხელმძღვანელობდა, რომელიც, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი იყო და მის მიერ ჩატარებული ყველა კვლევა გაყალბებული იყო. ეს თანხები რამდენიმე ორგანიზაციაზე ნაწილდებოდა. „სიდა“- დან ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციაში პირდაპირ წერია – 16 მილიონი კრონა გამოყოფილია სამ ორგანიზაციაზე: „თავისუფალი არჩევნები“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ . სიღარიბის დაძლევის პროგრამას, რომელსაც „სიდა“ აფინანსებს, არანაირი კავშირი არა აქვს იმ კვლევებთან, რომელსაც ეს არასამთავრობოები NDI-ის დავალებით ატარებენ. ფული იხარჯებოდა პოლიტიკოსების გაზრდაზე, მათი წინასაარჩევნო კამპანიების განხორციელებაზე და არა სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კორუფციის სქემებია“,- განაცხადა გოგა ხაინდარავამ.