ნინო ბურჯანაძე “ნაციონალების” შავ ფულზე” და დესტაბილიზაციაზე საუბრობს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
ბურჯანაძის თქმით, ის, საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეზე ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით საუბრობს.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დესტაბილიზაციის სურვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც მიანიშნებს.
მათ შორის ბურჯანაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომენტარს გამოყოფს, სადაც მან განაცხადა, რომ “ძალიან მალე ის ხელისუფლებაში დაბრუნდება და ამისთვის არჩევნები არ დასჭირდება“.
როგორც ნინო ბურჯანაძემ „მაესტროს ცხრიანში“ აღნიშნა, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებისას, მათი სიმშვიდე ძალიან შესამჩნევი იყო.
„ძალიან შესამჩნევი იყო ფირცხალავასა და მისი თანამოაზრეების სიმშვიდე, როდესაც ისინი ისეთი რწმენით შედიან პროკურატურაში და დაპატიმრების ადგილებში, ზედ აწერიათ, რომ დარწმუნებულები არიან, რაღაც მოხდება და ძალიან მალე გათავისუფლდებიან“, – განაცხადა ნინო ბურჯნანაძემ “მაესტროს“ ეთერში საუბრისას.
გასათვალისწინებელია თუნდაც ის, რომ დღეს უკრაინაში ძალიან ბევრი ის ადამიანი იბრძვის (ყველაზე არ ვამბობ), რომლებიც 26 მაისს ჩვენ სასიკვდილოდ გვიმეტებდა და გვცემდა. დღეს ეს ადამიანები ემზადებიან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარტიის ლიდერის განცხადებითვე, „ნაციონალურ მოძრაობას“ უზარმაზარი „შავი“ და „თეთრი“ ფული და ძალიან დიდი შეიარაღება აქვს.
„მათ ჯერ კიდევ ჰყავთ თავიანთი ზონდერბრიგადების წარმომადგენლები და ისინი ყველაფერს გააკეთებენ , რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. მათ იციან, რომ არჩევნებით მოსვლის შანსი არ აქვთ და არეულობის დიდი საფრთხე არსებობს, რომელსაც, ეჭვი მაქვს, რომ ბატონი გომელაური და ეს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ვერ გააჩერებს“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებითვე, ეს ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტური და სუსტია, ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსალოდნელ არეულობასა და საფრთხეს ვერ გაუმკლავდებიან, თუმცა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისურვებდა, მისი პროგნოზი არ გამართლებულიყო, „მაგრამ დღემდე ყველა პროგნოზი მართლდება“, – აღნიშნა “ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები