ერგნეთში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე იმსჯელეს

  შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 42-ე შეხვედრას დაესწრნენ. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთსა და ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟი დეტალურად განიხილა, შეხვედრაზე მონაწილე რუსეთის და დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს აღნიშნული პროცესის შეჩერება მოსთხოვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ახალგორის და ჯავისრაიონის სოფელ ქარძმანში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შემოღებულ ახალ რეგულაციებს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მისახლეობის მიერ საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხებს. ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის საკითხი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგიების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები