საქართველოს ტყეებში შემორჩენილ ირმებს გადაშენება ემუქრებათ

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ირმები დღეს მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში  შემორჩნენ.

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე, მართლაც, დგას ირმების განადგურების ალბათობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ რაღაც 1000 -მდე ირემია.

„ბოლო აღრიცხვისას 500-მდე ინდივიდი დავთვალეთ ლაგოდეხის ნაკრძალში და 300-მდე – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ერთეული ინდივიდები თუშეთსა და ხევსურეთში გამოჩნდნენ, მაგრამ პოპულაციის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ არის. რთული მდგომარეობა არა მარტო საქართველოშია. კავკასიური ირემი ცალკე ქვესახეობაა, რომელიც გადაშენების პირასაა“, – განაცხადა გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები