ლალი ანთია: მარტვილის ეკლესიის ეზოში ივანიშვილს ოცამდე შეიარაღებული კაცი ელოდებოდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლალი ანთია, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, მარტვილის ეკლესიის ეზოში ივანიშვილს ოცამდე შეიარაღებული კაცი ელოდებოდა. ანთიას ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი 2012 წლის 12 ივნისს მოხდა, მაშინ როდესაც კოალიცია – „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.
„დაახლოებით 10-12 დღის წინათ მქონდა იმ ბიჭთან ეს ლაპარაკი, რომელიც თავიდან არ ამბობდა, მაგრამ ბოლოს გამოტყდა, რომ მიშასთან მიდიოდა უკრაინაში. მითხრა, ბიძინას მარტვილში ველოდებოდით, ეკლესიის ეზოში დაახლოებით ოცამდე შეიარაღებული კაცი გვყავდა ჩასაფრებული და როგორც კი ბიძინას ეკლესიის ეზოში შემოუძღვებოდნენ, ის 20 კაცი დაიწყებდა ივანიშვილის დაცვის განიარაღებას; ამ ჭიდაობასა და გაწევ – გამოწევაში ბიძინას ესროდნენ, დაჭრიდნენ და როგორც არწივს, ისე წაიყვანდნენ სამეგრელოდან. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა იმან, რომ კუდ-იდან ინფორმაციამ გაჟონა, ბიძინა სულ სხვა მხარეს ჩამოვიდა 2012 წლის 12 ივნისს და ზუგდიდში ამ გეგმის უცბად შეცვლა ვეღარ მოხერხდაო“, – განაცხადა ანთიამ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.