სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის გადასახდელად 22 ათასი ევრო გამოიყო

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის, სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის გადასახდელად იუსტიციის სამინისტროს 22 ათასი ევრო გამოეყო.
პრემიერ-მინისტრის ბრძანების თანახმად, აღნიშნული თანხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოხმარდება.
22 ათას 223 ევრო იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სასარგებლოდ ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ხელისუფლება ასევე ვალდებულია, 1 წლის ვადაში მოლაშვილის საქმის ხელახალი გამოძიება ჩაატაროს და მის წამებაში მონაწილე პირები დასაჯოს.
სასამართლომ საქმეზე „სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი 2014 წლის 30 სექტემბერს გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები