ხვალიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა დაიწყება
ხვალიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება. აღნიშნული პროცესი 30 ივნისამდე გაგრძელდება.
როგორც სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1250 წვევამდელია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი 1239. რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს, აქ წელს 549 წვევამდელს მიიღებენ.
ამასთან, დეპარტამენტის წარმომადგენლის გოჩა ხარშილაძის განცხადებით, ჯარში თავიდან აცილების მიზნით სიმულირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება.
„მთლიანად გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნება 3038 წვევამდელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით 1250 წვევამდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმარტულებით 1239, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით 549 წვევამდელი. ინიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტი, რომელიც სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი სიმულაციით სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მცდელობისთვის განსაზღვრავს 1000 ლარიანი ჯარიმის ოდენობას“, – განაცხადა გოჩა ხარშილაძემ.