კახა კალაძე: უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის გაეგზავრება ირაკლი ღარიბაშვილი კიევში.
მისივე თქმით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.
“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება. ამაზე დიდი ხნის წინ იყოს ნათქვამი, თუ არ ვცდები საუბარი იყო იანვარ-თებერვლის პერიოდზე, კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.
უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებიან.
ქართველმა მინისტრებმა კიევში შეხვედრები უკრაინელ კოლეგებთან გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები