საქართველოს ორი ელჩი თანამდებობას დატოვებს

შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ.
მალხაზ მიქელაძის მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.
ასევე, პოსტს დატოვებს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.
დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობის წარდგინებას ელჩების გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები